თეგი: ბილ გეითსი

ბილ გეითსი პირობას დებს, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიიდან „ამოვარდება“

მილიარდერმა ბილ გეითსმა კვლავ დადო პირობა, რომ იქამდე დათმობს თავის ქონებას, ვიდრე „მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების“ სიიდან საბოლოოდ არ ამოვარდება. „მაიკროსოფტის“ თანადამფუძნებელმა გამოაცხადა, რომ ის $20 მილიარდს, თავის საქველმოქმედო ფონდს გადასცემს. მსოფლიოს მეოთხე უმდიდრესმა ადამიანმა განაცხადა, რომ მას აქვს „დავალება“ დაუბრუნოს თავისი რესურსები საზოგადოებას. გეითსმა პირველად მსგავსი პირობა 2010 წელს დადო, რომ თავის ქონებას გასცემდა, მაგრამ მას შემდეგ, მისი კაპიტალი გაორმაგდა. მისი ქონება ჟურნალ Forbes-ის თანახმად, ამჟამად $118 მილიარდია, მაგრამ მნიშვნელოვნად შემცირდება მას შემდეგ, რაც ივლისში ბილ და მელინდა გეითსის ფილანთროპიულ ფონდისთვის შემოწირულებას გაიღებს. „მაიკროსოფტის“ თანადამფუძნებელმა ყოფილ მეუღლესთან ერთად, ფონდი 2000 წელს შექმნა.  

ხელოვნურმა ინტელექტმა და ტექნოლოგიებმა შეიძლება, სამუშაო კვირა სამ დღემდე შეამცირონ

მილიარდერი ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიამ შეიძლება, ვერ შეცვალოს ადამიანი, მაგრამ მას შეუძლია, 3-დღიანი სამუშაო კვირა გახადოს შესაძლებელი. ტექნოლოგიური გიგანტის, Microsoft-ის დამფუძნებელს ჰკითხეს სამუშაოსთვის ხელოვნური ინტელექტის საფრთხის შესახებ, რასაც გეითსმა უპასუხა, რომ შეიძლება, დადგეს დრო, როდესაც ადამიანებს „აღარ მოუწევთ ამდენი შრომა.“ „თუ საბოლოოდ მიიღებთ საზოგადოებას, სადაც კვირაში მხოლოდ სამი დღე უნდა იმუშაოთ, ეს ალბათ კარგია,” - აღნიშნა გეითსმა. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურმა ინტელექტს გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მოტანა შეუძლია, გეითსმა ხელოვნური ინტელექტის რისკებიც აღიარა, თუ ის არასწორად იქნება გამოყენებული. ივლისში მან ხელოვნური ინტელექტის პოტენციური გავლენის შესახებ 3000-სიტყვიანი ბლოგიც გამოაქვეყნა. „მე არ ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტის გავლენა ისეთივე დრამატული იქნება, როგორც ინდუსტრიული რევოლუცია, მაგრამ ის ნამდვილად იქნება ისეთივე დიდი, როგორც კომპიუტერის დანერგვა. ტექსტის დამუშავების აპლიკაციებმა ვერ გაანადგურეს საოფისე სამუშაო, მაგრამ ცვლილებები დანერგეს. დამსაქმებლებსა და თანამშრომლებს ადაპტაცია მოუწიათ და ეს გააკეთეს კიდეც,“ - აღნიშნავს გეითსი.  

ბილ გეითსი განმარტავს, რომ ხელოვნური ინტელექტი 5 წელიწადში ყველას ცხოვრებაში გარდამტეხ როლს შეასრულებს

Microsoft-ის თანადამფუძნებელ, მილიარდერ ბილ გეითსის პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ყველასთვის გარდამტეხ როლს შეასრულებს. CNN-თან ინტერვიუში, გეითსმა იწინასწარმეტყველა, რომ ხელოვნური ინტელექტი ყველას ცხოვრებას გაამარტივებს. ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ გამოიწვია შიში, რომ ტექნოლოგია მთელ მსოფლიოში მილიონობით სამუშაო ადგილს გააუქმებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ამ კვირაში გამოაცხადა, რომ მსოფლიოში სამუშაო ადგილების დაახლოებით, 40% შეიძლება, ხელოვნური ინტელექტის ზრდამ დააზარალოს. გეითსი ამ აზრს არ ეთანხმება. მას სჯერა - ისტორია აჩვენებს, რომ ყოველი ახალი ტექნოლოგია იწვევს შიშს და შემდეგ უკვე მას ახალი შესაძლებლობა მოაქვს. „ბევრი ახალი რამ, ბევრი ახალი სამუშაო კატეგორია შეიქმნა და ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე მაშინ, როცა ყველა ფერმაში მუშაობდა. ახლაც ასე იქნება,“ განაცხადა გეითსმა სოფლის მეურნეობის სფეროს მაგალითზე საუბრისას. გეითსი ხაზს უსვამს, რომ ხელოვნური ინტელექტი მედიცინის სფეროში დიდ წვლილს შეიტანს და ექიმების სამუშაოს ის ნაწილი, რომელიც მათ დიდად არ მოსწონთ (რუტინული სამუშაო, რომელიც მოიცავს წერილობით დოკუმენტებს - მოხსენებები, საბუთები) შეგვიძლია, უფრო ეფექტიანი გავხადოთ.  იმის გამო, რომ არ არის საჭირო „ბევრი ახალი აპარატურა“, AI-ზე წვდომა ტელეფონით ან კომპიუტერის საშუალებით მოხდება. ცნობისთვის, მილიარდერი ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიამ შეიძლება, ვერ შეცვალოს ადამიანი, მაგრამ მას შეუძლია, 3-დღიანი სამუშაო კვირა გახადოს შესაძლებელი. ტექნოლოგიური გიგანტის, Microsoft-ის დამფუძნებელს ჰკითხეს სამუშაოსთვის ხელოვნური ინტელექტის საფრთხის შესახებ, რასაც გეითსმა უპასუხა, რომ შეიძლება, დადგეს დრო, როდესაც ადამიანებს „აღარ მოუწევთ ამდენი შრომა.“ „თუ საბოლოოდ მიიღებთ საზოგადოებას, სადაც კვირაში მხოლოდ სამი დღე უნდა იმუშაოთ, ეს ალბათ კარგია,” - აღნიშნა გეითსმა. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურმა ინტელექტს გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მოტანა შეუძლია, გეითსმა ხელოვნური ინტელექტის რისკებიც აღიარა, თუ ის არასწორად იქნება გამოყენებული. ივლისში მან ხელოვნური ინტელექტის პოტენციური გავლენის შესახებ 3000-სიტყვიანი ბლოგიც გამოაქვეყნა. „მე არ ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტის გავლენა ისეთივე დრამატული იქნება, როგორც ინდუსტრიული რევოლუცია, მაგრამ ის ნამდვილად იქნება ისეთივე დიდი, როგორც კომპიუტერის დანერგვა. ტექსტის დამუშავების აპლიკაციებმა ვერ გაანადგურეს საოფისე სამუშაო, მაგრამ ცვლილებები დანერგეს. დამსაქმებლებსა და თანამშრომლებს ადაპტაცია მოუწიათ და ეს გააკეთეს კიდეც,“ - აღნიშნავს გეითსი. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, გეითსის ქონება 140 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მას მსოფლიოში მეოთხე უმდიდრეს ადამიანად აქცევს.